ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016633
30
28/12/2023
ვებგვერდი, 29/12/2023
010250050.35.162.016633
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №30

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024  წლის პროგრამა“ თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №66 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016602).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024  წლის 1 იანვრიდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა

ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული  (დევნილი) საქართველოს მოქალაქეები, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, ვეტერანები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) და კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად მიიღებენ ამ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას თუ ბენეფიციარი ჩართულია კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პრევენციის ჯგუფში) მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას.

პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, აგრეთვე, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა.

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2024  წლის პროგრამა“.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ყოველწლიური  ბიუჯეტი განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსება

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

 სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემებით, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის  მქონე ბავშვები;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე,   ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირები, ვეტერანები;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე,  მრავალშვილიანი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა);

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);

ე) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);

ვ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;

ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;

თ) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

ი) ოჯახები პირველი, მეორე და ტყუპი ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;

კ) უპატრონო მიცვალებული;

ლ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;

მ)უსინათლოები;

ნ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები(ბავშვის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად);

ო) დაუნის სინდრომის მქონე პირები;

პ) აუტისტური  სპექტრის მქონე პირები;

ჟ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად)

რ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;

ს) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

ტ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირები;

უ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი;

ფ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;

ქ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;

ღ) პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად  დაზიანდა;

ყ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;

შ) ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირები:

ჩ) დიაბეტით და ფერმენტოპათიით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე:

ც) ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტების ბენეფიციარები

ძ) 100 წლის ასაკს გადაცილებული პირები.

წ) კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები;

ჭ) ძალადობის მსხვერპლი პირები (ბინის ქირით უზრუნველყოფა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად)

მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს მიერ  ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების  გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე  გადაუდებელ შემთხვევებში,ცერებრალური დამბლით დაავადებული,   ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა).გადასახდელი თანხის 50%-მდე (300 ლარიდან ზემოთ) წელიწადში არა უმეტეს 2000 (ორი ათასი)ლარისა დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 120 000 -მდე, დაფინანსდებიან გადასახდელი თანხის 70 %-მდე, არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა;  18 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონარული მომსახურება დაფინანსება 100 %-ით, თუ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000 -მდე (არა უმეტეს 2000 ლარისა)

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე,   ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირების შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, - წელიწადში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი; ვეტერანები - წელიწადში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი 65000- 80000-ს (ქულამდე) და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი  აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (18 წლამდე) – 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი - 200  ლარი, სააღდგომო კალათი - 200  ლარი);

ე) უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) - 400 (ოთხასი) ლარი (საახალწლო კალათი - 200 ლარი, სააღდგომო კალათი - 200 ლარი);

ვ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მუდმივად მცხოვრები ოჯახები - 400 (ოთხასი) ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ -200-200 ლარი);

ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

თ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახებისთვის 15 კუბურ მეტრამდე მე-2 ხარისხის მერქნის (საშეშე მერქნის მოცულობამოთხოვნის შესაბამისად) შეძენის საფასური - თითოეულ ოჯახზე 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე;

ი) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 400 ლარი;

კ) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას - 200 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას - 250 ლარი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითო ბავშვზე 250 ლარი;

ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 300 ლარი;

მ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის - არაუმეტეს 1800 (ათას რვაასი)ლარი, ყოველთვიურად - 150 ლარი;

ნ)უსინათლოთათვის  დახმარება წელიწადში ერთხელ - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;

ო) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;

პ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა  ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;

ჟ) აუტისტური სპექტრის მქონე პირთა  ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;

რ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;

ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან - წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 2000  ( ორი ათასი) ლარისა;

ტ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 500 (ხუთასი) ლარი;

უ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის - 500 (ხუთასი) ლარი;

ფ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;

ქ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე შშმ ვეტერანთა დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის - 700 (შვიდასი) ლარი;

ღ) ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში  ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარი (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით)

ყ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების  გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველსაყოფად - ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;

შ) ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად100 (ასი) ლარის ოდენობით.

ჩ) დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ც) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება- გამოყოფილი ასიგნების ოდენობით;

ძ) 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 600 ლარი;

წ) კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების  დახმარება ოჯახის გაძლიერების მიზნით წელიწადში  -  არა უმეტეს 1200 (ათასი) ლარისა, ოჯახში ბავშვთა რაოდენობის და სოციალური პირობების გათვალისწინებით (კომისიის გადაწყვეტილებით)

ჭ) ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფა (ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის  განმავლობაში.

მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი

1.პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.

2. კომისიის გადაწყვეტილება  მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის  და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.

 5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,მ“,  „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 2000 ლარს.

 6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.

7.არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.

8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. დახმარება გაიცემა რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მერის წარმომადგენელმა  განცხადებით უნდა მიმართოს მერს უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

9. ომის ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებისათვის განმცხადებელმა მერიას უნდა მიმართოს ომის ვეტერანის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

10. ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახების დასახმარებლად თანხა გაიცემა ოჯახის წევრზე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების და რეგისტრაციის მიუხედავად.

11. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული  (დევნილი) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები დახმარებას მიიღებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის მიუხედავად.

12.პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

 სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის და გამოკვლევების დაფინანსებისას(სახელმწიფოს მიერ  ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების  გათვალისწინებით),ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე  გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებული,   ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების  (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) დაფინანსებისას:

) განცხადება;

) განმცხადებლის  და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ფორმა NIV 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

თ) ბინადრობის ნებართვის ასლი (ბინადრობის ნებართვის მქონე პირის დახმარების დროს).

ი) გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან (ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში)

2. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, ვეტერანების, აგრეთვე,   ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირების შესაბამისი მედიკამენტების თანხით თანადაფინანსებისას:,

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) კალკულაცია აფთიაქიდან;

ზ) რეცეპტების ქსეროასლები(ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში).

თ) ვეტერანის მოწმობა - ვეტერანების დაფინანსების შემთხვევაში;

3. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსებისას(გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

) განცხადება;

) განმცხადებლის და მაძიებლისპირადობის მოწმობის ასლი;

) მრავალშვილიანი ოჯახის ან მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, შესაბამისად, შვილების დაბადების მოწმობის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან (სოციალურად დაუცველის შემთხვევაში);

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

) აბონენტის ქვითარი.

4. მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახების 15მ3 - მდე II ხარისხის მერქნის  (საშეშე მერქანი) საფასურის დაფინანსებისას:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

დ) საბანკო ანგარიში.

5. 95 წლის ასაკს გადაცილებული პირების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლისდა მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

6. ოჯახების დასახმარებლად პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

7. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯისათვის:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  განცხადება;

ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

დ) მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი

8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

9. უსინათლოების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

10. ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

11. დაუნის სინდრომის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა)  განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

12.აუტისტური სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

13. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარებისთვის:

ა) განცხადება;

ბ)განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან (მიმდინარე წლის ფაქტი);

დ) ცნობა ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

14. განსაკუთრებულ შემთხვევებში ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე,  ახმეტის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების და ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან ან ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ზ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი-თანხის გაცემის შემთხვევაში;

თ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

15. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად:

 ა) განცხადება;

ბ)  განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული   ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

16. გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დასაფარავად:

ა) უფლებამოსილი პირის განცხადება

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

18. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

19. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში:

) განცხადება;

ბ)განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაზიანების შესახებ აქტი შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

ე)ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

20. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ბინის მეპატრონის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული აქტი;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

21. ლოგინს მიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების დასახმარებლად:

ა) განცხადება

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N IV/100-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ /დიაგნოზი შესაბამისი  კლასიფიკატორით და პამპერსის ზომის მითითებით;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე)ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

22.  დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შეძენაში დასახმარებლად:

ა) განცხადება

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N IV/100-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან (კანონიერი წარმომადგენელი)

23. ა(ა) იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვება:

ა)განცხადება;

ბ)განმცხადებლის და მაძიებლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ)შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ)ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან.

24. 100 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან:

25. კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

გ) სოციალური მუშაკის დასკვნა/შეფასება;

დ)აქტი (ოჯახის შეფასებისა და გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით შედგენილი);

26. ძალადობის მსხვერპლი პირების ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის: (ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის  განმავლობაში:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან (მიმდინარე წლის ფაქტი);

დ) ცნობა ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ;

ე) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტი;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების შედეგი

  პროგრამის განხორციელების შედეგია:

ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

გ) ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება;

დ) ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

მუხლი 10. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.

მუხლი 11. პროგრამის შეფასება

განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2024 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.